Eng | Geo        
10.Jun.08 - GEPLAC-მა დაასრულა კონკურსი საქართველოში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული შედეგების შეფასების კვლევების ჩატარების თაობაზე
  ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრმა (GEPLAC) შეარჩია 6 საუკეთესო განაცხადი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეგულირების შედეგების შეფასების (Regulatory Impact Assessment) კვლევებზე, რომლის თაობაზეც კონკურსი აპრილის დასაწყისში გამოცხადდა.
15.Apr.08 - სატენდერო განაცხადი საქართველოში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული შედეგების შეფასების ჩატარების თაობაზე
  ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი (GEPLAC) აცხადებს კონკურსს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეგულირების შედეგების შეფასების (Regulatory Impact Assessment) კვლევებზე. შედეგების მრავალმხრივი შეფასება წარმოადგენს კონჯკრეტული ევროპული სტანდარტის საქართველოს ეკონომიკაზე და მის ცალკეულ სექტორებზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, გადამხდელებზე, მომხმარებლებზე და საზოგადოების სხვა წევრებზე ზეგავლენის რაოდენობრივ და ხარისხობრივ კვლევას.
3.Apr.08 - ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების პროცესი
  ევროკავშირი საერთაშორისო პოლიტიკის წამყვან მოთამაშეს წარმოადგენს, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება გლობალურ ბაზარსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში აქტიურადაა წარმოადგენილი. ამასთან ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმავალი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიზნების, სტრუქტურების და სხვადასხვა პოლიტიკის უკეთ გათავისება.
27.Mar.08 - საქართველოს მრეწველობის დაფინანსება
  2008 წლის 27 მარტს, GEPLAC-მა მოაწყო სემინარი თემაზე: საქართველოს მრეწველობის დაფინანსება, რომელსაც ფრანგი ექსპერტი ქრისტოფ კორდონიე უძღვებოდა. ექსპერტმა მიმოხილა საქართველოს მრეწველობაში არსებული ვითარება.
13.Mar.08 - ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების სამოქმედო გეგმის შემუშავება
  2008 წლის 13 მარტს, GEPLAC მოაწყო სემინარი სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე. სემინარს წარუძღვა GEPLAC ექსპერტი იურის გრომოვსი რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: სავიზო რეჟიმის გამარტივების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის.

ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების  ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი (GEPLAC) ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული პროექტია. მის ფარგლებში ხდება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის მაღალი დონის პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაციების შემუშავება, რაც მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პaრტნიორობისა და თანამშრომლობის  შეთანხემბის (PCA)  კონტექსტში საკითხთა წრეებს ეკონომიკის, სამართლისა და ინსტიტუციონალური რეფორმის კუთხით.

GEPALC ქართველ პარტნიორებს ეხმარება ქვეყნის ეკონომიკური რეფორმის პროგრამის განხორციელებაში.  საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. პროექტის მიმდინარე  მეექვსე ფაზა 2008 წლის ნოემბრის  ჩათვლით გაგრძელდება და დაეხმარება ქართველ პარტნიორებს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებაში და მკაფიო, სრულყოფილი და კარგად კოორდინირებული რეფორმის პოლიტიკის შექმანასა და განხორციელებაში.


 


trends_face_ge_sm.jpg საქართველოს ეკონომიკური მიმართულებების(GET) კვარტალური გამოცემის მიზანია საქართველოში ეკონომიკური რეფორმის პროცესით დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ეკონომიკური განვითარების მსვლელობის მიმოხილვა. ჟურნალი დაარსდა 1995 წელს და ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

lawreview_ico.jpgქართული სამართლის მიმოხილვა (GLR)  ჟურნალი საშუალებას აძლევს სამართლის სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიიღონ ინფორმაცია ქართული, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემების განვითარების თაობაზე. ჟურნალი გამოდის ქართულ და ინგლისულ ენებზე. 

 

evrocommision.jpg

npa_banner.jpg

eurounion.jpg

euflag.jpg პროექტი დაფინანსებულია
ევროკავშირის მიერ


ჩიტაძის ქ. 3ა. თბილისი 0108, საქართველო | ტელ.: 995-32-921371 | ფაქსი: 995-32-931716 | ელ-ფოსტა:
office@geplac.ge